|
2017-02-08 18:24:10, 950 ნახვა
რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ქალაქ ბათუმში „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალორი დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე 2016 წლის განმავლობაში ქალაქ ბათუმში ვაქცინოპროფილაქტიკის შედეგები, არსებული ხარვეზები და სარეკომენდაციო ღონისძიებები განიხილეს. „2016 წელს ქალაქ ბათუმში ვაქცინოპროფილაქტიკას დაექვემდებარა 1 წლამდე ასაკის 3500 ბავშვი, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში დაიბადა 5543 ახალშობილი, რომელთა 95-98% ვაქცინირებულია B ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ. სხვადასხვა ანტიგენის მიმართ იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებლები მეტია ან ტოლია 90%-ის, გარდა ტეტანუსი-დიფთერიისა, რომლის სამიზნე კონტინგენტი 14 წლის ასაკობრივი ჯგუფია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებულ იქნა ვაქცინაციის დროულ დაგეგმარებაზე, ვადების დაცვაზე, იმუნიზაციის ელექტრონული მოდულის წარმოებაზე, ,,ცვივი ჯაჭვის“ უსაფრთხოების დაცვაზე“,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)