|
2017-02-08 14:04:04, 1735 ნახვა
პოლიტიკა
კილაძე: ვვარაუდობ, რომ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან სასამართლოზე არნახული ზეწოლა ხდება
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხმა პიკს განსაკუთრებით ბოლო დღეებში მიაღწია. საუბარია უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით. კილაძემ პლენარული სხდომის დარბაზიდან სამართალდამცავ უწყებებს მიმართა, აღნიშნული თემების გამოძიებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. სოფიო კილაძე ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა ხდება: „არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ არნახულ ზეწოლას, რომელიც ხორციელდება სასამართლოზე. ბოლო ხანებია და განსაკუთრებულ პიკს ბოლო დღეებში მიაღწია ამ საკითხმა, სასამართლო ნამდვილად არის ერთ ერთი ხაზი, სადაც გადის ჩვენი დემოკრატიის ზღვარი, ამიტომ ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხებს. მივმართავ სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ საკითხების გამოძიებას. მე ვხედავ ნამდვილად, და ის ობიექტური გარემოებები, რომელსაც ვხედავთ მედიის, თუ სხვა საშუალებებით, მაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან ხდება არნახული ზეწოლა სასამართლოზე. ეს იქნება მოსყიდვით, შანტაჟით, თუ სხვა საკითხებით. ამიტომ, მართლაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხებს, და იმის ნაცვლად, რომ პოზიცია, თუ ოპოზიცია ყველანი ერთად გავერთიანდეთ გამოწვევების დასაძლევად, ამის ნაცვლად ისევ ცდილობს ეს ძალა, ქვეყანა უკან დააბრუნოს და სასამართლო ჰყავდეს ისევ „ჯიბეში ჩასმული“, როგორც ეს იყო მათი მმართველობის დროს და ჩვენ არავის მივცემთ ამის გაკეთების საშუალებას“,-აღნიშნა სოფიო კილაძემ. სოფიო კილაძის თქმით, ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია და ყველა ამ პრობლემების ირგვლივ უნდა კონცენტრირდეს: „ჩვენი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ სამწუხაროდ ბევრი ადამიანი გვყავს ქვეყანაში, მიუხედავად ბევრი რეფორმისა ეკონომიკაში, მატერიალურ-ფინანსურ გაჭირვებაში, სოციალურ ეკონომიკურ საკითხებია ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა და ამაზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია, რასაც აკეთებს კიდეც ჩვენი ხელისუფლება. ვერავინ ეღირსება იმას, რომ ქვეყანა დაბრუნდეს ისევ წარსულში და ვაი უშველებელში, რომელშიც იყო ჩვენი საზოგადოება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და გაჭირვებას დავუთმოთ მეტი ყურადღება“,-განაცხადა სოფიო კილაძემ.
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)