2017-02-08 10:27:42, 1146 ნახვა
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, მეფე დავით აღმაშენებლის ხსენებასთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრები პარაკლისს გადაიხდიან.
ცნობისთვის, ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დაწესდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან