22:19 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 23:59:52, 909 ნახვა

სპეციალური ანონსი
8 თებერვლის სპეციალური ანონსი

8 თებერვალს, 11:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და ”ჯიპიაი ჰოლდინგის” დირექტორი, პაატა ლომაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 
თემა: ”ჯიპიაი ჰოლდინგი” სამუშაოს მაძიებელ 300 ადამიანს დაასაქმებს.
მის: აღმაშენებლის #61, ბიზნე ცენტრი " მოზაიკა"
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 240 770

8 თებერვალს, 12:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავს. 
მის: ალ. ყაზბეგის 46 (ქავთარაძის გუდვილის პირდაპირ,სასადილო 46-ის ზევით) 
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555561990

8 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

8 თებერვალს, 12:00 საათზე, კომპანია „რუსთავის წყალი“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალურ თეატრში დასაქმების ფორუმს გამართავს.

8 თებერვალს, 12:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოსის შოთა მესხიას ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის - ,,თსუ შრომები’’ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. #N1 (თსუ I კორპუსი, აუდიტორია N 212)

8 თებერვალს, 12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
ქუთაისი, C კორპუსი, პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ

8 თებერვალს, 13:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

8 თებერვალს, 13:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე ორგანიზაციის ახალ საკანონმდებლო წინადადებას დაარეგისტრირებს, რომლის თანახმადაც, მოსამართლეების მიმართ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. 
მის: თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. #7
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202 

8 თებერვალს, 14:15 საათზე, გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური მინისტრის მოადგილე ანეტე ქრამე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ლიდერებს შეხვდება. 
მის: ვაჟა-ფშაველას 1/43 
საკონტაქტო ტელ: 225 07 28 / 291 26 15 / 291 26 95 / 599303636

8 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდება. 
ქუთაისი, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

8 თებერვალს, 15:50 საათზე, საქართველო-შვედეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.
ქუთაისი, V სართული, ოთახი N504

8 თებერვალს, 16:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პროფკავშირების ხელმძღვანელები, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელთან ერთად გამართავენ კონფერენციას მინიმალური ხელფასის პოლიტიკის საკითხებზე. 
მის: დადიანის ქ. #1/3(საკრებულოს გვერდით)

8 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიაუნის თეატრის ფოიეში თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი პრეზენტაციას - „ქართული თეატრი 2016 წელს“, გამართავს, რომელზეც წარმატებული თეატრები გამოვლინდება. 
სკონტაქტო პირი ლაშა ჩხარტიშვილი - 577 90 40 41

8 თებერვალს, 17.00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია - „დიპლომატები კულტურისათვის“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: გუდიაშვილის ქ. #7

8 თებერვალს, 17:10 საათზე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.
ქუთაისი, V სართული, ოთახი N504

8 თებერვალს, 18:10 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.
ქუთაისი, V სართული, ოთახი N504
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics