15:05 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 22:27:54, 1446 ნახვა

პოლიტიკა
კორკერი: ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ სენატში საქართველოს განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან მოკავშირესა და მეგობარს

რთულია ჯერ იმის თქმა, კონკრეტულად რა მიმართულებით გაამახვილებს ახალი ადმინისტრაცია ყურადღებას. მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ სენატში საქართველოს განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან მოკავშირესა და მეგობარს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ კორკერმა განაცხადა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს საკითხი ყურადღების ცენტრში იქნება. კორკერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან დიდ ცვლილებები განხორციელდა დემოკრატიის და ქვეყნის შიგნით დიდი პროექტების მიმართულებით.

"იმედი მაქვს, საქართველოს საკითხი ყურადღების ცენტრში იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. გაცნობიერებული გვაქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა, ის საკითხები, რომლებთან გამკლავებაც უხდება საქრთველოს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების გამო. ასევე, ძალიან დიდ ცვლილებები განხორციელდა საქართველოში დემოკრატიის და ქვეყნის შიგნით დიდი პროექტების მიმართულებით. ვერ ვისაუბრებ ტრამპის ადმინისტრაციის სახელით. მათ ახლახანს დაიწყეს მუშაობა. რთულია ჯერ იმის თქმა, კონკრეტულად რა მიმართულებით გაამახვილებს ახალი ადმინისტრაცია ყურადღებას. მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ სენატში საქართველოს განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან მოკავშირესა და მეგობარს,“ - განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბობ კორკერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics