|
2017-02-07 15:04:09, 648 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ კანადელ დიპლომატს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში კანადის ელჩს ქრისტოფერ ჯონ კუტერს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა კანადის ელჩს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროს განვითარება უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ლევან იზორიამ კანადურ მხარესთან სამხედრო განათლების სფეროში, ასევე სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის თვალსაზრისით, თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოში კანადის ელჩმა სამინისტროს ფარგლებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი მოიწონა და, რეფორმების თვალსაზრისით, კანადის სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღგვითქვა. წელს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა უფრო გაღრმავდება, კერძოდ, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, კანადა სამხედრო გემის შემოყვანას გეგმავს, რომელსაც მალე ვუმასპინძლებთ. ასევე, ვგეგმავთ ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას სამხედრო განათლების სფეროში და ერთობლივ წვრთნებში უფრო ინტენსიურ მონაწილეობას. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ. ასე რომ, საქართველოსა და კანადის მხარეები აქტიურად ჩაერთვებიან ორმხრივ თუ ნატოს ეგიდით ჩატარებულ ერთობლივ წვრთნებში“, - განაცხადა ლევან იზორიამ. დიპლომატმა აღნიშნა, რომ კანადა საქართველოთან სამხედრო განათლების კუთხით მჭიდროდ თანამშრომლობს. „მოხარულები ვართ იმ პროგრესით, რასაც საქართველომ მიაღწია. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მივიჩნევთ, რომ თქვენ მიერ არჩეული მიმართულება ძალიან პროგრესირებადია, ეს იქნება თქვენ მიერ სამთავრობო დონეზე გატარებული რეფორმები სამხედრო თუ სამოქალაქო სფეროში. ეს ყველაფერი კი, ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. დღევანდელი ჩემი სტუმრობის მიზანი, ასევე წარმოადგენს ჩვენს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა ძლიერია და გვსურს ურთიერთობა გავაღრმავოთ ეკონომიკური მიმართულებითაც. ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც საქართველოსთან კიდევ უფრო გაღრმავებული თანამშრომლობა გვექნება“, - აღნიშნა კანადის ელჩმა. თავდაცვის მინისტრმა კანადელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის და იმ მზაობისთვის, რომელსაც კანადის მთავრობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით იჩენს, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, ასევე კანადის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. (NS)
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)