13:27 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 11:22:37, 1096 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეწვევა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნებს-ლიტვის რესპუბლიკაში, ქ. ვილნიუსს, ესტონეთის რესპუბლიკაში ქ. ტალინსა  და ლატვიის რესპუბლიკაში ქ. რიგას ეწვევა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ლიტვის რესპუბლიკაში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დარიუს სკესევიჩიუსთან, ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ვიტაუტას უმბრასასთან, სეიმის ვიცე- სპიკერთან გედიმინას კირკილასთან, სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან უოზას ბერნატონისთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს  ვილნიუსის აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის (EESC) მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მუშაობაში-„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია: გამოწვევები და გადაწყვეტილებები“. 

ესტონეთის რესპუბლიკაში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ტოომას ვიტსუტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სვენ მიქსერთან, ესტონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ერიკ-ნილს ქროსთან და  თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან მაიკო ჰალჯასთან. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვა ტალინის მეოთხე ყოველწლიური კონფერენციის გახსნით სესიაზე.

ლატვიის რესპუბლიკაში, აგრეთვე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან რაიმონდს ბერგმანისთან, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან ზანდა კალნინა-ლუკაშევიცასთან, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორთან იანის საარტსთან და საეიმა-ს (პარლამენტი) საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ოიარს ერიკს კალნინშთან.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამუშოა ვიზიტის დასრულების შემდეგ, ვიქტორ დოლიძე 14-17 თებერვალს საფრანგეთის რესპუბლიკაში ქ. სტრასბურგში გაემგზავრება,  სადაც დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე შეხვედრაზე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics