|
2015-03-31 14:17:03, 321 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში გაუმართლებლად დაბალია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში გაუმართლებლად დაბალია. ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მრგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ, ყველამ ერთად, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ რათა დავამარცხოთ პრობლემა, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს წარსულს და ტრადიციებს, საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამედროვეობას და მომავალს. ვფიქრობ ამ მიზნის მისაღწევად არსებითი როლი უნდა ითმაშოს ქალთა როლის წინ წამოწევამ განსაკუთრებით კი პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდამ. სწორედ ამ სულისკვეთებით, გამო ვაცხადე 2015 წელი ქალთა წლად. ამ სულისკვეთებითვე აქ, ამ დარბაზში, სადაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის - ქალთა წარმომადგენლობა გაუმართლებლად დაბალია, ვაცხადებ, რომ ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს კვოტირების სისტემის დანერგვას საარჩევნო კანონმდებლობაში. ამ იდეის მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ ყველას. ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად ვაცხადებ, რომ ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს კვოტირების სისტემის დანერგვას საარჩევნო კანონმდებლობაში. ამ იდეის მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ ყველას.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)