|
2017-02-06 10:39:45, 1981 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ტრანსგენდერის მკვლელობაში ბრალდებულისთვის გამოტანილ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა სტრანსგენდერის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ გ. მურჯიკნელის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ექსპრესნიუსი“ მას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მურჯიკნელი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 14 ოქტომბერს,დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თბილისში, დიმიტრი გულიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გიორგი მურჯიკნელი ნასვამ მდგომარეობაში მის ნაცნობ ტრანსგენდერ ზურაბ(ზიზი) შეყელაძესთან მივიდა, მის მეგობარ ქალბატონსა და ზურაბ შეყელაძეს შორის არსებული კონფლიქტურისიტუაციის გარკვევის მიზნით. გიორგი მურჯიკნელსა და ზურაბ შეყელაძეს შორის საუბარი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც გიორგი მურჯიკნელმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ზურაბ შეყელაძეს თავის არეში სამშენებლო ბეტონის ფილა ჩაარტყა, ხოლო შემდეგ სამზარეულოს დანით ყელის არეში რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა. ზურაბ შეყელაძე მიყენებული დაზიანებების შედეგად 22 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გიორგი მურჯიკნელი 16 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მურჯიკნელი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან გიორგი მურჯიკნელს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ჰქონდა პირობითი მსჯავრი, სასამართლოს განაჩენით 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვისდანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გიორგი მურჯიკნელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)