12:38 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 19:51:39, 2582 ნახვა

პოლიტიკა
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი: საქართველო ყველანაირ დაბრკოლებას ქმნის, რომ ჩვენი მოსახლეობა ევროკავშირის ქვეყნებში ვერ შევიდეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების მხარდაჭერა, ოსეთის მოსახლეობაზე არ ვრცელდება.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ 25 წლის წინ გააკეთა თავის არჩევანი, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და არ სურს რამე საერთო ჰქონდეს საქართველოსთან, მათი განცხადებით, საქართველომ აგრესიული გზებით ვერ შეძლო სამხრეთ ოსეთის ერის განადგურება, სწორედ ამიტომ, ახლა ცდილობს პროპგანდისტული ხრიკები ჩაატაროს.

"სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ 25 წლის წინ გააკეთა თავის არჩევანი, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და არ სურს რამე საერთო ჰქონდეს საქართველოსთან. საქართველომ აგრესიული გზებით ვერ შეძლო სამხრეთ ოსეთის ერის განადგურება, სწორედ ამიტომ, ახლა ცდილობს პროპგანდისტული ხრიკები ჩაატაროს. გარდა ამისა, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, ისევე როგორც წინამორბედმა, ვერ შეძლო უარი ეთქვა ისეთ მიმართვებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს არსებობდა და რომლებიც, სამხრეთ ოსეთის თითოეული მოქალაქისთის შეურაცხმყოფელია. მაგალითად: ტერმინი "ცხინვალის რეგიონი", ე.წ სამხრეთ ოსეთი და ყველანაირად ხელს უშლის, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ურთიერთობას საერთაშორისო ასპარეზზე. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობას, კანონიერ საფუძველზე აქვს რუსეთის მოქალაქეობაც და რუსული საბუთები, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა შეუძლიათ, თუმცა სწორედ საქართველოს ხელისუფლება და მისი დასავლური მფარველები ყველანაირ დაბრკოლებას ქმნიან, რომ ჩვენი მოსახლეობა ევროკავშირის ქვეყნებში ვერ შევიდეს. გავიდა საკმარისი დრო, საქართველოს ხელისუფლება მიმხვდარიყო, რომ ურთიერთობის ერთადერთი მოდელი არის, პარიტეტული ურთიერთობა 2 თანასწოს სახელმწიფოს შორის", - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას მხარი დაუჭირა. 

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უვიზოდ მიმოსვლას ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაც შეძლებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics