12:58 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 18:08:19, 1704 ნახვა

პოლიტიკა
იან კელიმ მიხეილ ჯანელიძეს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  მიხეილ ჯანელიძე  საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იან კელის შეხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და მაღალი დონის ორმხირივი ვიზიტების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა მზადყოფნა გაღრმავდეს თანამშრომლობა ყველა არსებულ ფორმატში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზების საკითხს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics