12:36 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 16:39:06, 1244 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა

საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის რუსეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლი და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და  საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.

საუბარი საქართველო-ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს, ასევე, საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ, მთელი რიგი მიმართულებებით მიღწეული პროგრესი აღიარებულია, როგორც ეუთოს, ისე - სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

სებასტიან კურცმა გიორგი კვირიკაშვილს ევროპარლამენტის მიერ ვიზის ლიბერალიზაციისადმი მხარდაჭერა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ვიზის ლიბერალიზაცია იმ პროგრესის კარგი დადასტურებაა, რომელსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დიალოგის წარმატებით დასრულების პროცესში მხარდაჭერისთვის, ავსტრიას მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გიუნტერ ბეხლერი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და  საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს მხრიდან -საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რეპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics