11:40 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 09:22:38, 1291 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით  ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი იმყოფება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე თბილისს გუშინ გვიან საღამოს ესტუმრა.

უწყების ინფორმაციით, სებასტიან კურცი ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს.

ვიზიტის ფარგლებში  კურცი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

 შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველო- ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლს და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებს.

საუბარი ასევე შეეხება ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებული  ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი კურცი დაესწრება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრას ერგნეთში და ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას შავშვებში.

ბ კურცის ვიზიტი ეუთო-ს თავმჯდომარეობის დასაწყისში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება და  კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ავსტრიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics