22:22 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 23:58:34, 1016 ნახვა

სპეციალური ანონსი
3 თებერვლის სპეციალური ანონსი

3 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე იანვრის თვის საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკის თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

3 თებერვალს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პარტიის ცენტრალურ ოფისში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

3 თებერვალს, 11:00 საათზე, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სახელობის საკონფერენციო სივრცეს გახსნიან. 
მის: თავისუფლების მოედანი, შ. დადიანის ქ. #2/1 
საკონტაქტო პირი ნინიკო ბოჯგუა - 577191417

3 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული

3 თებერვალს, 12:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან კახა კუკავა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად საცხოვრისის უფლების საკითხზე პრემიერს მიმართავს და მასთან შეხვედრას მოითხოვს.

3 თებერვალს, 13:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის.: თავისუფლების 2

3 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის.: თავისუფლების 2

3 თებერვალს, 14:00 საათზე, ”უფლებადამცველთა სახლის“ მიერ მომზადებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას დაესწრებიან იურისტები, სამართალმცოდნეები და მეცნიერმუშაკები.
მის: სააკაძის მოედანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპ. მე -9 სართული 
საკონტაქტო პირი ნატალია ხოხიაშვილი - 57765 29 60

3 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ხანძრით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდება. 
თბილისი, A კორპუსი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სათათბირო ოთახი N207

3 თებერვალს, 16:00 საათზე, წიგნის სახლ ”ლიგამუსში“, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროექტის ”ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, ქეთევან ციხელაშვილი გენდერული თანასწორობის მობილური ჯგუფის წევრებს შეხვდება.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #32

3 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა „კიბოს პოზიტიური იმიჯი“ გაიმართება. ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის არიან პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
საკონტაქტო ტელ: 558 860 860

3 თებერვალს, 17:00 საათზე, დაავადებათა კონტროლოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით, თემაზე “ქალთა კარდიოვასკულური ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები” კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრები, ექიმი კარდიოლოგები და დარგის ექსპერტები.
მის: ასათიანის ქ. #9
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03, თამარ ვახტანგაძე - 593 907 907

3 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში როკო ირემაშვილის ნამუშევრების გამოფენაზე ,,ფატალური საფრთხეები” გაიმართება.
მის.: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)

3 თებერვალს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ - კულტურულ ცენტრში, თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics