|
2017-02-02 19:21:11, 1395 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დღეს ჩვენ სამაგალითო გვიწოდეს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება მიულოცა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციასი გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ევროპასთან დაახლოების გზაზე და საქართველოს მიმართ დიდი მხარდაჭერის გამოხატულებაა: „ ეს არის მეტი კეთილდღეობა, მეტი დემოკრატია, მეტი ენერგია და ენთუზიაზმი, მეტი წარმატება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე. დღეს ევროპარლამენტში, საიდანაც ყველაზე უკეთ ისმის ევროპელი ხალხის ხმა, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ევროპის ნაწილია. ჩვენ დღეს მოვისმინეთ სიტყვები, რომელმაც შეუძლებელია, არ აგაღელვოს და სიამაყით არ აგავსოს. ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დღეს ჩვენ სამაგალითო გვიწოდეს, ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისთვის და მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის. დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს ასეთი შეფასებისა და ნდობისთვის”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის განმარტებით, ევროპასთან დაახლოება მთელი საქართველოს კუთვნილებაა და მათ განსაკუთრებით ახარებთ, რომ აფხაზი და ოსი მოქალაქეები ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს - ეს იქნება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ მრავალი სხვა. „დღევანდელი წარმატება უამრავი ადამიანის დიდი შრომის შედეგია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო და მივულოცო ყველა მათგანს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხალხს, რომელიც ყოველთვის ერთსულოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ! დღევანდელი პოზიტიური გადაწყვეტილება მალე მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე და საქართველოს მოქალაქეებს, მიეცემათ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება. ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ახალ შესაძლებლობებთან ერთად, თითოეულ ჩვენგანს უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. მრავალი თაობის ოცნების ასრულების გზაზე, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ელჩები ვხდებით და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ფართოდ იქნება ეს კარი გახსნილი უკვე მომავალი თაობებისთვის. სწორედ ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად ვგეგმავ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ევროპაში გამგზავრებას. ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, რომლებისთვისაც, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება. მჯერა, მალე ჩვენ ღირსეულად შევაბიჯებთ დიდ ევროპულ ოჯახში და ჩვენს წვლილს შევიტანთ მის მრავალფეროვან კულტურაში, მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. კიდევ ერთხელ მთელი გულით გილოცავთ ყველას!“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, 2 თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა განხილვა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)