|
2017-02-02 19:31:49, 1120 ნახვა
პოლიტიკა
ევროინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატი ვიზალიბერალიზაციის შესახებ ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დღევანდელი გადაწყვეტილება მიულოცა და ევროპარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამასთან, ვიქტორ დოლიძემ მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უვიზოდ გადაადგილების პროცესი დღეიდან, ან ხვალიდან არ იწყება და უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად დარჩენილი ტექნიკური პროცედურები განმარტა: „გასავლელი დარჩა მცირე ტექნიკური პროცედურები, მათ შორის, დოკუმენტზე სამმხრივი ხელმოწერა, შემდგომ ამ დოკუმენტის გამოქვეყნება და სულ რაღაც მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში, რაც თავად მომხსენებელმა ქალბატონმა მარია გაბრიელმა არაერთხელ აღნიშნა, ჩვენს თანამოქალაქეებს ევროკავშირისა და შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. გარდა ამისა, ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის წესებსა და მათი დაცვის აუცილებლობაზე: „ჩვენმა მოქალაქეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ ის კრიტერიუმები, ის პირობები, რაც უნდა დააკმაყოფილონ მათ ევროკავშირში მოკლევადიანი მიმოსვლის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომაც, ჩვენი აპარატი იწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ უკვე გვაქვს დაწყებული ევროპის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია. მეორე ეტაპი სწორედ ვიზას მოიცავს, რათა ზედმიწევნით ყველა ოჯახში, ჩვენს ყველა თანამემამულესთან მივიტანოთ ის კონკრეტული დეტალები, როგორ უნდა იმოქმედონ და ასევე, როგორ არ უნდა იმოქმედონ და არ დაარღვიონ უვიზო რეჟიმი, რათა სხვა ჩვენს თანამოქალაქეებს პრობლემები არ შეემნათ. ასევე, მიდა გაცნობოთ, რომ კამპანიის მესამე ეტაპით შევეცდებით ავსახოთ ყველა ის სიკეთე, რომელსაც ევროკავშირთან საქართველოს დაახლოება განაპირობებს- იქნება ეს ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების სფეროში, თუ სხვა. კიდევ ერთხელ გილოცავთ“-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. შეგახსენებთ, 2 თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა განხილვა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)