|
2017-02-02 17:32:10, 2244 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დელეგაციასთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) დაინტერესებულია საქართველოში საქმიანობის არეალის გაფართოებით, – ამის შესახებ აღინიშნა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის, ტომაშ ტელმას შეხვედრაზე. როგორც ფინანსთა სამინისტროდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან, პირველი ვიცე–პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ. მხარეებმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და საფინანსო სექტორში IFC-ის ჩართულობის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი, რომლის მიზანია ქვეყნის სწრაფი განვითარება, მათ შორის ეკონომიკური ზრდის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ბიზნესის სტიმულირების კუთხით. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სივრცითი მოწყობის საკითხებზე და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მისასალმებელია კერძო–საჯარო თანამშრომლობის (PPP) სფეროში IFC-ის ჩართულობა, როგორც ინვესტირების, ასევე ტექნიკური/საკონსულტაციო მიმართულებით. „საქართველოს აქვს დიდი საინვესტიციო პოტენციალი, რაც აისახა კიდეც მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებულ კვლევაში “ბიზნესის წარმოება” (Doing Business), - განაცხადა IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის, ტომაშ ტელმამ. მისი თქმით, კორპორაცია განიხილავს დამატებითი პროექტების მხარდაჭერის შესაძლებლობას.
AI-95 ბენზინი რუსული ბენზინგასამართი სადგურების 80%-დან გაქრა
ფონდი „ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
წლის დასაწყისიდან მეორედ, შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა გაეროში რუსეთის დაგმობაზე უკრაინაზე დარტყმების გამო
რუსი მოციგურავეების წყვილი საქართველოს სახელით იასპარეზებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)