|
2017-02-02 17:04:56, 1135 ნახვა
პოლიტიკა
ენმ: დღევანდელი გამარჯვება ქართველი ხალხის ურყევი ნების შედეგია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სავიზო რეჟიმის გაუქმება შესაძლებელს ხდის შეუფერხებლად, დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მოგზაურობას შენგენის ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისე ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. „ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ამ ისტორიულ ნაბიჯის გადაგმას საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე. სავიზო რეჟიმის გაუქმება შესაძლებელს ხდის შეუფერხებლად, დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მოგზაურობას შენგენის ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისე ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი გამარჯვება, ისევე, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება (2014 წ.), ქართველი ხალხის ურყევი ნების შედეგია, რომელიც მყარად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ ეს მტკიცე პოზიცია არ აძლევს დღევანდელ ხელისუფლებას შესაძლებლობას, გადაუხვიოს ქვეყნის განვითარების ევროპული ვექტორიდან. ერთიანი ნაციონალური მოძროაბის მმართველობის პერიოდში ქვეყნის ევროპული მომავლისათვის შექმნილმა მყარმა საფუძველმა, ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დღევანდელ წარმატებაში. უვიზო რეჟიმის მისაღწევად აუცილებელი აქტიური ნაბიჯების გადადგმა ქვეყანამ ჯერ კიდევ 2006 წელს, ხოლო მოლაპარაკებები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე 2012 წლის ივნისში დაიწყო. ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში გაუარესებული ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების პირობებში და ხელისუფლების არაკომპეტენტური პოლიტიკის შედაგად, პროცესი შეფერხდა და რეალური შედეგი 2 წლიანი დაგვინებით დადგა. თუმცა, დღეს, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს, ხოლო ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ არ გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის კვლავ გაუქმება. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ევროპის სახალო პარტიას (EPP), რომლის წევრიც ერთიანი ნაციონალური მოძრობაა. გასული წლების მანძილზე სწორედ ეს პოლიტიკური ძალა უჭერდა მხარს ყველაზე აქტიურად საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობის მიცემას. საქართველოს მთავრობას შევახსნებთ, რომ უვიზო მიმოსვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ ერთი ნაბიჯია, რომელიც ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავების სტრატეგიის გარეშე, საქართველოს ევროპული მომავალს შეუქცევადს ვერ გახდის. ქართველ ხალხს კი, ჩვენის მხრივ ვპირდებით, რომ როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალა, გავაგრძელებთ ხელისუფლებაზე ზეწოლას ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ამ მიმართულებით სწრაფ შედეგებზე ორიენტირებულ, მიზანმიმართულ და მწყობრ პოლიტიკას გავატარებთ“,-აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)