12:30 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 10:59:02, 904 ნახვა

სხვადასხვა
Brand Finance: Google-მა Apple-ს გაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა

საკონსულტაციო ფირმა Brand Finance-ის ყოველწლიური კვლევის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგის პირველ ხუთ ადგილს ამერიკული კომპანიები იკავებენ.

კვევის თანახმად, ინტერნეტ-კომპანია Google-მა რეიტინგის პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ბრენდის ღირებულება, 2016 წელს, თითქმის მეოთხედით გაიზარდა და 109,47 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

Apple კი დაახლოებით 27%-ით გაიაფდა და 107,141 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც მან რეიტინგის ლიდერობა დაკარგა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მესამე ადგილზე კვლავ ინტერნეტ-რეტეილერი Amazon.com დარჩა. მისი ღირებულება 106,396 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული (53%-იანი ზრდა). სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T 45%-ით გაძვირდა და 87,016 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც კომპანია ორი პოზიციით დაწინაურდა და 2015 წლისგან განსხვავებით, როდესაც რეიტინგის მეექვსე ადგილს იკავებდა, ახლა მეოთხე ადგილზეა. კომპანია Microsoft-ი კი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ღირებულება 13%-ით გაიზარდა და 76,265 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა და მეხუთე ადგილი დაიკავა.

აღნიშნული რეიტინგის მეექვსე ადგილს არაამერიკული კომპანია - სამხრეთ კორეული Samsung-ი იკავებს, რომელმაც 13%-იანი ზრდა დააფიქსირა და მისმა ღირებულებამ 66,219 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ კი, რეიტინგში კვლავ ამერიკული ბიზნესის წარმომადგენელი კორპორაციები გვხვდება: Verizon ($65,875 მილიარდი აშშ დოლარი), Walmart ($62,211 მილიარდი აშშ დოლარი) და Facebook ($61,998 მილიარდი აშშ დოლარი). ათეულს უმსხვილესი ჩინური ბანკი Industrial & Commercial Bank of China (ICBC), 47,832 მილიარდი აშშ დოლარიანი ღირებულებით ასრულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics