|
2017-02-02 09:32:35, 1255 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს ისტორიული დღეა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ ევროპარლამენტში დღეს დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა. კვირიკაშვილის თქმით, დღევანდელი გადაწეყვეტყილება ევროკავშირის საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება იქნება. პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს. „დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის სასარგებლო და ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ვინც ევროპარლამენტში არიან, საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ევროპარლამენტარს, ვინც დღევანდელ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას. ვინაიდან, დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელლიობა აქვს, მინდა, ყველა საჯარო მოხელეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ძალიან დიდი წარამტების შენებაში, უდიდესი მადლობა გადავუხადო, ასევე საქარველოს პარლამენტს და ყველას, ვინც ამ პროცესის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა. დღეს მართლაც დიდი წარმატების დღეა საქართელოსთვის. დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე იქნება იმის დასტური, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები თითოეული მოქალაქისთვის. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგს და ნაყოფს. ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც გამგზავრებას გადაწყვეტენ.ასევე ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტოტიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დ მე მინდა,მათაც ასევე მივულოცო ეს უდიდესი წარმატება. ასევე მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი წარმატება არის დიდი შედეგი წლების განმავლობაში გაწეული შრომის და ეს შრომა დღეს არ დასრულებულა და ჩვენ წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გველის დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის მიმართულებით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული და ევტოანტანლტიკური ოჯახის ნამდვილი წევრი და უპირველეს ყოვლისა ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს მოქალაქეების უკეთესი ყოფის შენებას. ასე რომ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ეს არის ძლიან დიდი წარმატება თითოეული ჩვენგანის. დიდი მადლობა“,- განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს დღეს უყრის. ამის შესახებ ევროპარლამენტის თებერვლის თვის დღის წესრიგშია აღნიშნული. "მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო პროცედურები შეუფერხებლად, მაქსიმალურად ოპერატიულად მიმდინარეობს", - ნათქვმია საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებაში. როგორც ცნობილია, 12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტში (LIBE) კენჭი ეყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს და შესაბამისი რეგულაციის საბოლოო ტექსტი დამტკიცდა. ამასთან, "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდეტის, რიკარდ იოზვაკის ინფორმაციით, ე.წ შეჩერების მექანიზმის ტექსტის თარგმნა თებერვლის დასაწყისშია დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტმა შესაბამის საკითხზე კენჭისყრა 13-16 თებერვალს უნდა ჩაატაროს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციას სავარაუდოდ მარტში მიიღებენ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)