2017-02-01 23:35:31, 837 ნახვა
სპეციალური ანონსი
2 თებერვლის სპეციალური ანონსი
2 თებერვალს, 09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
2 თებერვალს, 10.00 საათზე, სასტუმრო „რუმზ ჰოტელში“ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის უფროსის მოადგილე კარლო ნატალე გახსნიან.
მის: კოსტავას ქ. #14
2 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, კონკურენციის სამართლის სფეროში ადვოკატირების რიგით მესამე სემინარი ჩატარდება, რომელსაც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდრა ხადური გახსნის.
მის.: ვარდების რევოლუციის მოედანი #1
საკონტაქტო პირი ხატია წიკლაური - 577 255 515
2 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მეხუთე საკითხად საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივა განიხილება, რომელიც ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ საქართველოს კანონში,ასევე, საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ამავე სხდომაზე მე-6 და მე-7 საკითხად განიხილება საინიციატივო ჯგუფის (პარტიზანული მებაღეობა თბილისში) და არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ წარდგენილი საკანომდებლო წინადადება, ამავე კანონმდებლობის გამკაცრების მოთხოვნით.
საკონტაქტო პირი ცინცაბაძე - 577292201 ანანო
2 თებერვალს, 11:00 საათზე, ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ღონისძიება გაიმართება.
მის: ი. ჭაჭავაძის გამზ. #76
საკონტაქტო ტელ: 558 57 13 47
2 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრას გამართავს.
მედია ადგილზე უნდა იყოს 10:30 საათზე
2 თებერვალს, 13:00 საათზე, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება თაღლითობისათვის დაკავებული ორი ადვოკატის სასამართლო პროცესი, რომლის პარალელურადაც სასამართლოს წინ, მოეწყობა ვერეს ხეობის დაზარალებულთა საპროტესტო აქცია.
საკონტაქტო პირი თამუნა ქუთათელაძე - 577114005
2 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ დარბაზში „სანადიმო გაიმართება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა.
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 77 98 98
2 თებერვალს, 13:00 საათზე, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი 2016 წლის ანგარიშს წარადგენს. წლიური ანგარიშის წარდგენას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გახსნის.
მის.: თავისუფლების მოედანი, შ. დადიანის ქ. #2/1
საკონტაქტო პირი ნინიკო ბოჯგუა - 577191417
2 თებერვალს, 14:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და "აფხაზთა კრებაში" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
2 თებერვალს, 14:00 საათზე, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე „თავისუფალი საქართველო“ მანიფესტაციას გამართავს. აქცია მიეძღვნება 25 წლის წინ „მხედრიონის“ მიერ პირველი პრეზიდენტის მომხრეთა მიტინგის დახვრეტას. საკონტაქტო: 595 00 39 85.
2 თებერვალს, 15:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე სერგო რატიანი ფრაქციის ოთახში „პედაგოგებსა და მასწავლებელთა პროფკავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდება.
თემა: პედაგოგების ხელფასის მატების ხელის შემშლელი ბიუროკრატიული ფაქტორები.
საკონტაქტო პირი თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08
2 თებერვალს, 18:30 საათზე “თიბისი გალერეაში” გამოიფინება ფიროსმანის ნამუშევრების „თამარ მეფისა“ და „რუსთაველის“ ნახატები. ორ ნახატს რესტავრაცია „თიბისი ბანკის“ დაფინანსებით ჩაუტარდა.
2 თებერვალს, 19:00 საათზე, ტექნოპარკში, პროგრამა „ბიზნეს ინკუბატორის“ მესამე ნაკადისთვის ღია კარის დღე გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან