|
2017-02-01 19:01:29, 1985 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: დარწმუნებული ვართ, ხვალ ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს
„ბრიუსელში ხვალ საქართველოსთვის ისტორიული მოვლენა გაიმართება და დარწმუნებული ვართ ევროპული პარლამენტი ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრისას დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტში სამუშაო ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტ, სერგეი სტანიშევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებაზე ხვალ დაგეგმილი კენჭისყრის მნიშვნელობა და ქვეყანაში ეკონომიკური დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა განიხილეს. „ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან სხვადასხვა თემაზე საინტერესო დისკუსია გავმართეთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა შევეხეთ იმ მოვლენას, რომელიც ჩვენთვის ისტორიული მოვლენაა. ხვალ კენჭი უნდა ეყაროს საკითხს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თვითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის და ეს არის ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ხელისუფლების მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ეს შედეგი მიღწეულიყო და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი ხვალ წარმატებით დასრულდება და ევროპული პარლამენტი საკითხის კენჭისყრისას დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, ევროპის სოციალისტების ლიდერთან შეხვედრისას საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში გასატარებელ ღონისძიებებსაც შეეხო. ირაკლი კობახიძემ ევროპის სოციალისტურ პარტიას და პირადად მის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პარტია ვიზა ლიბერალიზაციის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გამოხატავს. სერგეი სტანიშევმა შეხვედრის დასაწყისში ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ევროპელმა სოციალისტმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა შეაფასა და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზეც ისაუბრა. „ხვალ ველოდები კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს - ვიზალიბერალიზაციას. რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც ევროპის სოციალ-დემოკრატიული ოჯახის ლიდერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკური და სოციალური დღის წესრიგი, რაც ევროპაშია, იყოს მთავრობის საქმიანობის ფოკუსში. საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სამუშაომ, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ეს ფუნდამენტური უფლებაა და მივესალმები, რომ ეს პოლიტიკა ახლაც გრძელდება. იმედი მაქვს, რომ ეს გაფართოვდება და განათლების, სოციალური დაცვის და სხვა სფეროებსაც მოიცავს”, - აღნიშნა სერგეი სტანიშევმა. ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები: თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე დაესწრნენ.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)