|
2017-01-31 13:05:48, 1612 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ 2 თებერვალს დევნილთა სამინისტროსთან აქციას გამართვს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან 2 თებერვალს, 14:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და აფხაზთა კრებაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა და განაცხადა, რომ აქცია მიზნად ისახავს, ძალაში არ შევიდეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დევნილთა ნაწილს შემწეობა მოეხსნება. "ხელისუფლებამ დევნილებზე შეტევა დაიწყო. 45-ლარიან სოციალურ დახმარებას აუქმებს და მათ ერთადერთი სტაბილური საარსებო საშუალების გარეშე ტოვებს, შიმშილისა და სიცივისთვის იმეტებს, დევნილის სტატუსს ართმევს, რითაც აპირებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე უარი თქვას და ეს ტერიტორიები რუსეთს გადასცეს. ეს მოღალატური გეგმა უნდა ჩავშალოთ. ხელისუფლების შეჩერება მხოლოდ საზოგადოების აქტიურობას და პროტესტს შეუძლია",-განმარტა ნუგზარ წიკლაურმა.
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)