2017-01-31 09:38:21, 2668 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.7061 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.7061 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.7021 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო დღეს 2.8947 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8869 ლარი იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან