01:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 17:25:50, 1738 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პრემიერი: ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ

„ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის გამო საქონელი დაეწვათ, საკუთარ ნაწილში, მაქსიმალურ შეღავათს გაუწევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო ეროვნული ბანკი, მათ უშუამდგომლებს ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა შესაძლებელი გახდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი ინსტიტუტის ძალისხმევის კონსოლიდაცია, რათა დაზარალებულებს ტვირთი მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ.

ფინანსთა მინისტრმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ „ბავშვთა სამყაროს" შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეთა დასახმარებლად და მათი საჭიროებების გასაცნობად, შემოსავლების სამსახურის სპეციალური სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაესაუბრა დაზარალებულ მოქალაქეებს, რათა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას, გათვალისწინებული იყოს თითოეული  მეწარმის ინტერესები და მათ სირთულეები არ შეექმნათ.

„ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics