01:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 15:59:57, 1764 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე: ვაპირებთ ვიყოთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს თავისი მონდომებით წინ წაიყვანს

„მთავარი ამოცანაა იმის ჩვენება, რომ საქართველოში არსებობს ალტერნატივა, რომელიც მიგვიყვანს უკეთეს ცხოვრებამდე და რომელიც ბოლო წლების განმავლობაში  „ქართულმა ოცნებამ“ და დღევანდელმა ხელისუფლებამ წაგვართვა“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის -ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარტია დღეს კიდევ ერთ მნიშნელოვან ნაბიჯს დგამს იმ გზაზე, რომელმაც უკეთესი, ძლიერი და ახალი პოლიტიკური ცენტრი უნდა შექმნას.

„მოგესალმებით იმ პოლიტიკურ გუნდს, რომლის ნაწილიც დღეს აქ შევიკრიბეთ და რომელსაც ვფიქრობ,  აქვს ძალიან დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში.  დღეს საზოგადოებასთან ერთად ვდგამთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს იმ გზაზე, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს საქართველოში ახალი, ძლიერი, პოლიტიკური  ცენტრის გაჩენამდე. ხშირად მესმის კითხვები.  რა არის ჩვენი პოლიტიკური ძალის ამოცანა, რა იქნება ამ პოლიტიკური ცენტრის ამოცანა. მინდა მარტივად და მოკლედ მოგახსენოთ რა იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა. მთავარი ამოცანა იქნება იმის ჩვენება, რომ საქართველოში არსებობს ალტერნატივა, რომელიც მიგვიყვანს უკეთეს ცხოვრებამდე, რომელიც მიგვიყვანს განვითარებამდე,  რომელიც ამ ქვეყანაში დააბრუნებს წინსვლის  და განვითარების განცდას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად წაგვართვა „ქართულმა ოცნებამ“ და დღევანდელმა ხელისუფლებამ“,-განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე განცხადებით, ადგილობრივი არჩევნები იქნება ის ტესტი, სადაც „ევროპული საქართველო“ ძალიან სერიოზულ შედეგს აჩვენებს.

„ჩვენ ყველამ დავინახეთ განვლილ არჩევნებზე, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი  უბრალოდ აღარ მონაწილეობას არჩევნებში. რატომ ? ესეც არის უიმედობის  ერთ-ერთი ნიშანი. ადამიანები ვერ ხედავენ საკუთარი უკეთესი მომავლის პირობას არჩევნებში  მონაწილე პოლიტიკურ ძალებს შორის. ეს არის დღევანდელი რეალობა. ერთ მხარეს არის ხელისუფლება, რომლის იმედიც ხალხს არ აქვს და  მეორე მხარეს გახლავთ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, რომელშიც ასევე ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ვერ ხედავდა საკუთარი უკეთესი მომავლის  რეალიზებას. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ამ  მოცემულობაში ვაჩვენოთ ყველას, რომ ასეთი პოლიტიკური ძალა არსებობს.  ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ მეორე, არც მესამე, არც მეხუთე, არც 25-ე პოლიტიკური ძალა.  ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ ის ერთადერ პოლიტიკური ძალა,  რომელიც რეალურად შეძლებს ამ ქვეყანაში მიზიდულობის ცენტრის შექმნას  და რეალურად დაანახებს ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც  თავისი ცოდნით, თავისი კვალიფიკაციით,  თავისი ინტელექტით,  თავისი ენერგიით, თავისი მონდომებით მოახერხებს იმას, რომ საქართველო  წაიყვანოს წინ და ჩვენმა ხალხა იცხოვროს უკეთ. ეს არის პოლიტიკაში ყოფნის მთავარი ამოცანა, რომლის გარშემოც გაერთიანებულია  ჩვენი გუნდი. ამიტომ ამ ამოცანიდან გამომდინარეობს  ყველა ჩვენი შემდგომი აქტივობა. რა თქმა უნ და ჩვენ ვგეგმავთ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ  ადგილობრივ არჩევნებში.

ადგილობრივი არჩევნები იქნება ის პირველი ტესტი,  სადაც  მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ვაჩვენებთ  ძალიან სერიოზულ შედეგს, ჩავალთ ყველა რაიონში, მივალთ ყველგან, მივალთ ხალხთან  და დავანახებთ, რომ ადგილობრივ  არჩევნებს გააჩნია უზარმაზარი მნიშვნელობა. ჩვენ უნდა დავიწყოთ დღევანდელი ხელისუფლების მშვიდობიანი დემონტაჟი სწორედ ადგილებიდან, რაიონებიდან, სოფლებიდან, იქიდან სადაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ“, - დასძინა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics