08:35 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 15:18:27, 1052 ნახვა

პოლიტიკა
ენმ: თუ ხელისუფლება ჩვენი მეომრების ექსტრადიციის ხელშეწყობას არ შეწყვეტს, მანიფესტაციებს დავიწყებთ

„თუ  2  კვირის განმავლობაში ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, რათა რუსეთის მხრიდან ქართველი სამხედროების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მანიფესტაციებს დაიწყებს“, - ამის შესახებ პარტიის წევრმა აკაკი მინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ქართველი მეომრების დევნა გრძელდება.

 „მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო გია ცერცვაძეს გათავისუფლება. ეს არის ქართველი და უკრაინელი ხალხის გამარჯვება, ქართული საზოგადოების მხრიდან ჩვენი მეომრების, გმირების დაფასება. ჩვენ არ ვაპირებთ რომ ხელები ჩამოვუშვათ და ჩვენი სამხედროების ბედი ხელისუფლებას მივანდოთ. თუ 2  კვირის განმავლობაში ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, რათა რუსეთის მხრიდან ქართველი სამხედროების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდეს, თუ ხელისუფლება რუსეთში ჩვენი მეომრების ექსტრადიციის ხელშეწყობას არ შეწყვეტს, ჩვენ სახელმწიფო უწყებების შესასვლელებთან მანიფესტაციებს დავიწყებთ, რათა ამ გაზულუქებულ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება მშვიდად ჩააბარონ ჩვენი მეომრები საქართველოს მტერს. ფაქტია, რომ ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მეომრების დევნა გრძელდება. რუსული მედია სააგენტოები ავრცელებენ  იმ მეომრების სახელებსა და გვარებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ და ახლა  უკრაინის დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ სწორედ ამ ადამიანების წინააღმდეგ გაგრძელდება სისხლის სამართლის დევნა“,-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მინაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან „ღალატის ქრონიკაა“ გამოცხადებული.

„ივანიშვილი და ქართული ოცნების წარმომადგენლები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ აცხადებდნენ, რომ საქართველომ 2008 აგვისტოში  ომი დაიწყო, რაც სრულიად შეესაბამება რუსულ ნარატივს. ოცნების წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი. არჩევნების შემდეგ მყისიერად გაათავისუფლეს რუსი ჯაშუშები -შკრილნიკოვი, ჩაპლიგინი, გევორქიანი, ჩახალიანი ისე რომ არ მოხდა, ამავე გაყალბებული ბრალდებით  რუსეთის ფედერაციაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გამოშვება. ხდება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ან/და დაკავება იმ ქართველი სამხედროების, რომლებმაც ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინეს. ხდება ქართული სამხედრო წარმოების გაჩერება, და საიდუმლო თავდაცვითი ნაგებობების შესახებ ინფორმაციის  რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებისათვის გადაცემა. რუსეთი სომხეთის რკინიგზის აღდგენაზე საუბარი საქართველოს მოქალაქეების გვერდის ავლით . რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოება. გაზპრომთან ურთიერთობა ზიანს აყენებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. ევროკავშირში და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პოლიტიკიდან უკან დახევა, რისი დასტურიც  ნატო-ს სამიტზე არ დასწრებაა. ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოშლის პროცესის დაწყება, სამხედროების ჯარიდან მასიურად გათავისუფლებისა და რიგი ქვედანაყოფების დაშლის გზით. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ სამხედროების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციაში საქართველოს ხელისუფლების აქტიური მონაწილეობა“, - დასძინა მინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics