|
2017-01-30 14:42:37, 1594 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
„ალდაგი“: კომპანიაში მხოლოდ შენობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების ქონება
დასაზღვევო კომპანია "ალდაგის" ქონებრივი ზარალის მართვის დეპარტამენტის დირექტორის ვახტანგ ებიტასილის განცხადებით, კომპანიაში მხოლოდ "ბავშვთა სამყაროს" შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების ქონება. როგორც ებიტაშვილმა აღნიშნა, კომპანიის ჯგუფი ინფორმაციით მირებისთანავე ზარალის რეგულირების პროცესშია ჩართული. "ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. ამ ეტაპზე შენობის შიგნით შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზების და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად. ჩვენი მხრიდან უმოკლეს დროში მოხდება მოცემული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება“, - განაცხადა ებიტაშვილმა. ზიანის ოდენობა გვეცოდინება ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს ასევე შენობის გარემონტებას მისი აღდგენის შემთხვევაში, ხოლო თუ შენობა ავარიული გახდა და მისი აღდგენა ფიზიკურად შეუძლებელია, ბუნებრივია, სრულ ზიანზე იქნება საუბარი“, - განაცხადა ებიტაშვილმა. ცნობისთვის, როგორც "ექსპრესნიუსს" კომპანია "ალდაგში" განუცხადეს სავაჭრო ცენტრის შენობა 6 მილიონ ლარად არის დაზღვეული. შეგახსენებთ, რომ ბავშვთა სამყაროს“ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი დილის 3 საათზე ჯერ საბითუმო ბაზრობაზე გაჩნდა, შემდეგ კი, შენობაზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად შენობა სრულად დაიწვა. დაზარალებულია ათეულობით მოვაჭრე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)