09:57 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-29 17:13:01, 1716 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ევროპა-უკრაინის ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა საერთაშორისო ფორუმსა, თუ ტრიბუნას იმისათვის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის კონსოლიდაცია, იმისათვის, რომ საქართველო ევროპულ, თუ ნატოს სტრუქტურებში ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი იყოს დღის წესრიგში“-ამის შესახებ  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა 28 იანვარს, პოლონეთის ქალაქ რჟეშუვში მიმდინარე ევროპა-უკარაინის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე: „დამოუკიდებლობა, დემოკრატია, განვითარება: როგორ შეიცვალა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა ბოლო 25 წლის მანძილზე“.

სახელმწიფო მინისტრმა განხორციელებული რეფორმების კუთხით საქართველოზე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყანაზე, ისაუბრა.  ვიქტორ დოლიძემ, ასევე,  ყურადღება გაამხვილა ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური სარგებელის შესახებ ინფორმირებულობის აუცილებლობასა და სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრმა სესიის დასასრულს შეკითხვებსაც უპასუხა.

ევროპა-უკრაინის ფორუმი წელს მეათედ გაიმართა. ფორუმს ტრადიციულად  პოლონეთმა უმასპინძლა. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics