08:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 13:19:28, 1157 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ინტერპოლს წერილით მიმართავს, ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ძებნა არ გამოცხადდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა, რადგან ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, პარტია პარლამენტში გია ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. მისივე თქმით, მთავრობისგან იმ სამხედროების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს, რომელთა მონაცემებიც რუსეთს გადაეცა.

„პირველ რიგში ყველას მინდა მივულოცო გია ცერცვაძის გათავისუფლება - ოჯახს, მთელ საქართველოს. ვუსურვებ გამარჯვებას ქართველი და უკრაინელი ხალხის საერთო მთრის წინაარმდეგ გამარჯვებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის რომ ცერცვაძე დახსნილი ყოფილიყო პატიმრობისგან.  ასევე, მადლობა უკრაინის ხელისუფლებას, რომლემაც ღირსეული ნაბიჯი გადადგა და თავისი მეომარი მტერ სახელმწიფოს არ გადასცა. ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს, ჩვენი კამპანია გრძელდება. მსგავსმა ფაქტებმა მიიღო სისტემური ხასიათი. ამიტომ,  გვსურს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, გაასაჯაროოს ყველა იმ სამხედროს მონაცემები, სახელები და გვარები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ, ან ირიბად. მოვითხოვთ პარლამენტში ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას.  ამის პარალელურად, ჩვენ უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიბმართავთ და მოვითხოვთ, ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა, რადგან ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics