2017-01-28 09:15:31, 3051 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.7021 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.7021 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6987 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო დღეს, 2.8869 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.8917 ლარი იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0048 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან