|
2015-03-30 15:19:21, 548 ნახვა
ეკონომიკა
ასტანაში დღეს ბიზნეს ფორუმი „ასტანა-ბათუმი“ გაიხსნა
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დღეს ბიზნეს ფორუმი „ასტანა-ბათუმი“ გაიხსნა. როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ფორუმი ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციების და განვითარების ვიცე-მინისტრმა ჟენის კასიმბეკმა გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძემ, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარემ საბრ ესიმბეკოვმა. არჩილ ხაბაძემ ფორუმის მონაწილეებს გააცნო რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, საუბარი შეეხო ქვეყანაში მოქმედ მოქნილ საგადასახადო სისტემასა და აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საპრივატიზაციო ობიექტებს. „ჩვენი მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია, პოტენციური ინვესტორებისა და ვიზიტორებისთვის ტურისტული და საინვესტიციო მიმართულებით რეგიონის გაცნობა. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო ყაზახური მხარისთვის. შეხვედრებში ჩაერთნენ სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ბიზნესმენები“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ ფორუმის დასრულებისას. ასტანაში, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად აჭარაში მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ბიზნეს ფორუმზე პრეზენტაციებით ბათუმის საზღვაო პორტი, სასტუმრო „ჰილტონი“, სამშენებლო კომპანია „ორბი“ და ტურისტული კომპლექსი „დრიმლენდ ოაზისი“ წარსდგნენ. ქართულმა კომპანიებმა უცხოელ პარტნიორებს აჭარის რეგიონში ბიზნესის დაწყებისა და მისი წარმოების შესახებ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ფორუმში მონაწილეობს აჭარის საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაც. „ყაზახეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა და რა თქმა უნდა ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაღრმავებთ. დღეისათვის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 115 მლნ ევროს შეადგენს. ყაზახური ინვესტიციების უმეტესობა აჭარის რეგიონზე მოდის. თქვენი რეგიონი ჩვენთვის კლიმატური პირობებითაც საინტერესოა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ჰიდროენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით თანამშრომლობას. გვაქვს პირველი პირებისგან ხელშეწყობის პირობაც", - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციების და განვითარების ვიცე-მინისტრმა ჟენის კასიმბეკმა. საპრეზენტაციო ნაწილის დასრულების შემდეგ, ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართა. ე.წ. B2B შეხვედრები ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას და მათ სამომავლო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ბიზნეს ფორუმი „ასტანა-ბათუმი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. აჭარის სამთავრობო დელეგაცია ყაზახეთს 31 მარტს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)