|
2017-01-27 16:45:42, 1509 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის წევრთა უმრავლესობა პარლამენტის თბილისში გადმოტანის მომხრეა
საკონსტიტუციო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი განიხილა. ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია გამოიკვეთა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, იყო მოსაზრება იმის შესახებაც, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობა კონსტიტუციით აღარ რეგულირდებოდეს. მისივე თქმით, კომისიის წევრთა უმრავლესობამ პარლამენტის დედაქალაქში გადმოტანის მომხრეა. „რაც შეეხება პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებულ დავას, კომისიის ფაქტობრივად ყველა მონაწილე იყო ერთ აზრზე, გარდა ერთი გამონაკლისისა. დასახელდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი იყოს მოწესრიგებული. კერძოდ, პირველი ვარიანტის თანახმად, იყო მოსაზრება, რომ ამოვიღოთ საერთოდ კონსტიტუციურად რეგულირება პარლამენტის ადგილსამყოფელის. იმავდროულად, თქვენ იცით, რომ ეს საკითხი პარლამენტის რეგლამენტითაც რეგულირდება. იმ შემთხვევაში, თუ ახალმოწვეული საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა იყოს თბილისში, ბუნებრივია რეგლამენტში განხორციელდება შესაბამისი ცვლილება და პარლამენტის ადგილსამყოფელი იქნება თბილისი, ანუ სამართლებრივი თვალსაზრისით, კონსტიტუციიდან საერთოდ გაქრეს ამ საკითხის რეგულირება. მეორე ვერსია იყო ის, რომ პირდაპირ კონსტიტუციაში გაიწეროს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი თბილისია. გარდა ამისა, ასეთი მოსაზრებაც იყო, ხომ არ გაიწეროს კონსტიტუციაში, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქვეყნის დედაქალაქია. რამდენიმე ვერსია იყო, მაგრამ თუ ამ ყველაფერს თავს მოვუყრით, ერთადერთი მოსაზრება, რომ პარლამენტი ისევ ქუთაისში დარჩეს, ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს. ყველა სხვა მოსაზრება ძირითადად უკავშირდებოდა იმ მოდელსა და ფორმულირებებს, რაზეც ვისაუბრე“,- განმარტა გიორგი კახიანმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)