|
2017-01-27 16:33:23, 978 ნახვა
რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრმა C ჰეპატიტის მართვის ცენტრის დასასრულებლად კომპანიას 10 დღე მისცა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნამდე, ზუგდიდში ახალაშენებული ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერა. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მინისტრი იქ არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო და შენობის დასრულების, ასევე არსებული ხარვეზების გამოსწორებისთვის კომპანიას 10 დღის ვადა მისცა. მან სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ მისცა გაფრთხილება. სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკრინინგისა და მართვის ცენტრი ახლომდებარე რაიონების მოსახლეობას მოემსახურება. ადგილზე სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი და ცენტრში სკრინინგი, პროგრამაში ჩასართავი კვლევები, მკურნალობა და შემდგომი მონიტორინგი განხორციელდება. C ჰეპატიტის მართვის პირველი ცენტრი თბილისში ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით მეორე ცენტრისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეირჩა. ზუგდიდში, C ჰეპატიტის სკრინინგისა და მართვის ცენტრის მშენებლობა 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.
(NS)
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)