23:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 15:08:30, 1742 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
შავგულიძე ცერცვაძის საქმეზე: ერთ მესაზღვრეზე ჯოხის გადატეხვას ნურავინ მოინდომებს

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, „ერთ მესაზღვრეზე ჯოხის გადატეხვა სწორი არ იქნება“.

შავგულიძეს ხელისუფლების მისამართით ამ საქმეზე კონკრეტული კითხვები აქვს. ის ფიქრობს, რომ ამ კითხვებზე პასუხების ვერ გაცემის შემთხვევაში, ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

"ერთ მესაზღვრეზე ჯოხის გადატეხვას ნურავინ მოინდომებს. ხელისუფლება რა თქმა უნდა პასუხისმგებელია და მან საზოგადოებას რამდენიმე ძალიან სერიოზულ კითხვაზე სარწმუნო პასუხი უნდა გასცეს. უპირველესყოვლისა თუ, ცერცვაძე იმყოფებოდა ინტერპოლის საერთაშორისო ძებნაში, იმ მომენტიდან როცა მან გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მოგეხსენებათ ის ჯერ აქ იმყოფებოდა და შემდეგ გადაკვეთა საზღვარი, რა ღონისძიება განახორციელა ხელისუფლებამ? ჰქონდათ თუ არა ცერცვაძესთან კომუნიკაცია? შეისწავლა თუ არა ძებნის საფუძველი? თუ ეს არ მოახდინა, ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სათანადო თანამდებობის პირების, ვისაც ეს ევალებოდა. მეორე, რა ინფორმაცია მიეწოდა რუსეთის მხარეს? რის საფუძველზე და რამდენად კანონიერად? მესამე, დღეს რას აკეთებს იმისათვის, რომ არ მოხდეს ექსტრადირება იმ ქვეყანაში სადაც სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი? თუ ამ კითხვებზე პასუხს არ გასცემს ხელისუფლება, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ცერცვაძე დგება საშიშროების წინაშე, აღმოჩნდეს რუსეთის ხელში და მოუწევს იმ ბრალდებების მოსმენა, რასაც ისმენს საზოგადოებისგან", - განაცხადა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს. ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს. იგი რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის ძებნილთა სიაში იყო. რუსული მხარე მას მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედავება და ცერცვაძის ექსტრადირებას ითხოვს. რუსეთის მტკიცებით, გია ცერცვაძემ, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში და შემდეგ უკრაინის ომში იბრძოდა, 2003 წელს სოჭში ადამიანი მოკლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics