01:07 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 16:03:27, 2008 ნახვა

სამართალი
ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარეები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ

ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას  როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

პროკურორ ნინო აღლემაშვილის შეფასებით, საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადეკვატური იყო და სააპელაციო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ მუხლი არ უნდა გადაეკვალიფიცირებინა: 

„ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონით, მტკიცებულებებით და არა საქმის საბოლოო შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური განწყობით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების  ზერელე შეფასებით. თუმცა, ჩვენ ვერ დავემსაგვასებით ჩვენს კოლეგა ადვოკატებს, ვერ გავაკეთებთ ისტერიულ განცხადებებს, მხოლოდ ვიტყვით,  რომ სამართლებრივი დავის პირობებში განვაგრძობთ ამ საქმის განხილვას უზენაეს სასამართლოში. ვფიქრობთ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი კვალიფიკაცია იყო სწორი მათ გადაიხადეს 6 მილიონი იმ ქონებაში, რომელიც სინამდვილეში ღირდა 2 მილიონი. ეს იყო მარტივად დადასტურებული ფაქტი სასამართლოში, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ბრალდებულს შეუმსუბუქო მდგომარეობა არ შეიძლება ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება“,-  განაცხადა აღლემაშვილმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, სასამართლომ ბოლომდე ვერ გაუძლო ზეწოლას და ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი არ გამოიტანა.

მისივე განმარტებით, დღევანდელი გადაწყვეტილება მათთვის დამაკმაყოფილებელი არ არის და სამართლებრივ დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებენ.

„დარწმუნებული იყავით, რომ საქმეზე საბოლოოდ დაადგება გამამართლებელი განაჩენი, უზენაესი სასამართღლო არის შემდეგი ეტაპი, თუ იქ ვერ ვიპოვეთ სამართალი ევროპის სასამართლოა შემდეგი ეტაპი, სადაც ამ საქმეზე ის განაჩენი დადგება, რასაც სამართლიანობა მოითხოვს“,- განაცხადა სამუშიამ.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს ანუ სასამართლომ ბრალდებულების მიმართ მუხლი გადააკვალიფიცირა.

თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი ციხეს ორ თვეში დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics