00:20 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 15:54:39, 2367 ნახვა

სამართალი კომენტარი
პროკურორი: დადასტურდა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს

პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ე.წ.  კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული და რომ მათ მიმართ გამოყენებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ადეკვატური იყო.

რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლის გადაწყვეტილებას, ნინო აღლემაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას  ამ ნაწილში არ ეთანხმება.

„ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონით, მტკიცებულებებით და არა საქმის საბოლოო შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური განწყობით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების  ზერელე შეფასებით. თუმცა, ჩვენ ვერ დავემსაგვასებით ჩვენს კოლეგა ადვოკატებს, ვერ გავაკეთებთ ისტერიულ განცხადებებს, მხოლოდ ვიტყვით,  რომ სამართლებრივი დავის პირობებში განვაგრძობთ ამ საქმის განხილვას უზენაეს სასამართლოში. ვფიქრობთ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი კვალიფიკაცია იყო სწორი მათ გადაიხადეს 6 მილიონი იმ ქონებაში, რომელიც სინამდვილეში ღირდა 2 მილიონი. ეს იყო მარტივად დადასტურებული ფაქტი სასამართლოში, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ბრალდებულს შეუმსუბუქო მდგომარეობა არ შეიძლება ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება“,-  განაცხადა აღლემაშვილმა.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქოსასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics