08:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 14:29:26, 825 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა მებაჟეებს პროფესიული დღე მიულოცა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საბაჟოს თანამშრომლებს საბაჟოს საერთაშორისო დღე მიულოცა. 

 დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საბაჟოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და უწყების თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. 

„არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ჩვენ, პრაქტულად, არ გაგვაჩნია კორუფცია. როდესაც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოთი, ვამბობთ, რომ ვართ სატრანზიტო ქვეყანა, ამ მიმართულებით, თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

მისივე  თქმით, საქართველოს საბაჟო თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მომსახურებით გამოირჩევა. 

„საქართველოში მხოლოდ 15 წუთშია შესაძლებელი, განაბაჟოთ საქონელი და კიდევ უფრო მარტივად განახორციელოთ ექსპორტის პროცედურები. ძალიან მარტივად ხდება ტრანზიტზე მიმავალი ტვირთების გატარება. როდესაც ჩვენ ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგზე ვლაპარაკობთ, მისი ერთერთი მთავარი კომპონენტი არის ვაჭრობა და სწორედ ამ კომპონენტზე აისახება თქვენი ღვაწყლი, ის დამოკიდებულება, რაც გაგაჩნიათ ბიზნესის მიმართ. ერთი მხრივ, აბსოლუტურად სამართლიანია, როდესაც თქვენ იცავთ კანონს მთელი სიმკაცრით, არ აძლევთ შესაძლებლობას კონტრაბანდას, რომ ქვეყანაში გაჩნდეს, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას და არა მხოლოდ შემოსავლებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში. მეორე მხრივ, თქვენი კეთილგანწყობა ბიზნესისადმი, თქვენი მომსახურება, საბოლოო ჯამში, აისახება სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობაზე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და  მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო კვლევა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 90 პროცენტზე მეტმა საქართველოს საბაჟო ბიზნესისადმი მეგობრულ და ბიზნესის ხელშემწყობ სტრუქტურად დაასახელა.  

„მინდა იამაყოთ ამ მიღწევით, მაგრამ ამავე დროს გააუმჯობესოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა როგორც კანონის დაცვით, ასევე ბიზნესის მომახურების მიმართულებით,“ - აღნიშნა ქუმსიშვილმა.  
ამასთან,  დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობაზე რეგიონის ქვეყნებთან. 

„როდესაც საერთაშორისო ვაჭრობაზე ვსაუბრობთ, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის ავტომატიზირებული გაცვლა, რაშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ჩვენს მეგობარს ქვეყნებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სახელმწიფოებს, ერთი მხრივ, უკეთესად მოახდინონ საზღვარზე მოძრავიო საქონლისა და ტვირთის ადმინისტრირება, მეორე მხრივ კი ეს შეამცირებს კერძო სექტორის დანახარჯებს ვაჭრობაში,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

ცნობისთვის, საბაჟოს დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ღონისძიების მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა, ასევე, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის,  იტალიისა და მოლდოვის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმღვანელმა პირებმა.  შემოსავლების სამსხურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ ფორუმის მონაწილეებს საბაჟო დეპარტამენტის წლიური ანგარიში წარუდგინა. 

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს მთავრობის, ბიზნეს სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკებს შორის ჩარჩო ფორმატის მემორანდუმი გაფორმდა.

სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულების, გაწეული შრომისა და თავდადებისათვის, შემოსავლების სამსახურის სახელით, ღირსების მოწმობები გადაეცათ  შემოსავლების სამსახურის 15 თანამშრომელსა და ორ სახელმწიფო უწყებას. (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო). ღირსების მოწმობებით  ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიაც დაჯილდოვდა. 

წელს საბაჟოს საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით საერთო სლოგანით - ,,მონაცემთა ანალიზი საზღვრის ეფექტიანი მართვისთვის“ აღინიშნა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics