08:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 12:24:34, 1019 ნახვა

საზოგადოება
სახარების ხელახალმა აღწერამ მნიშვნელოვანი სიახლეები გამოავლინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ერთ-ერთი სახარების (ფონდი 1446/ხელნაწერი 26) ახალ აღწერილობაზე მუშაობისას დადგინდა, რომ ხელნაწერი, ძირითადად, პალიმფსესტური ფურცლებისაგან შედგება, რომელთაგან უძველესი IX-X საუკუნეებს განეკუთვნება.

ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს:

„სახარება სამეცნიერო საზოგადოების განსაკუთრებული შესწავლის საგანი აქამდე არასდროს გამხდარა. ხელნაწერი ეროვნულ არქივში 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან არის შემოტანილი, შესრულებულია ეტრატზე და საუცხოო მინიატურებით გამოირჩევა. ახლის შექმნამდე არსებულ აღწერილობებში ის მე-14 საუკუნის სახარებად არის მოხსენიებული.

ხელნაწერის პალიმფსესტური ფურცლები არის როგორც ორფენიანი, ისე სამფენიანი: ზედა ორი ფენა ნაწერია ნუსხურით, ხოლო ქვედა, მესამე ფენა - ასომთავრულით. ზედა ორივე ტექსტი გიორგი მთაწმინდელის სახარებაა, ხოლო ქვედა მესამე ფენის იდენტიფიკაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ხელნაწერი მრავლად შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ანდერძ-მინაწერებს, რომელთა ნაწილი ნაწერია ნუსხურით, ხოლო ნაწილი - მხედრულით.

ანდერძ-მინაწერების მიხედვით, ხელნაწერის ერთი ფენის გადამწერი ვინმე გიორგია, მომგებელი - ბერი ესტატე. სახარების ერთ-ერთი გვერდის არშიაზე დაახლოებით XVI-XVII საუკუნეების ხელით მითითებულია, რომ ხელნაწერი მის მფლობელს თორმეტ მარჩილად შეუძენია.

ამგვარად, სახარება შეიცავს IX-X, XII-XIII, XIV, XVI-XVII საუკუნეებში გადაწერილ ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით შესრულებულ ფურცლებს, დაახლოებით XIV საუკუნეში მოხატულ მინიატურებსა და თავსამკაულებს.

ხელნაწერი ამჟამად ნომინირებულია UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შესატანად.

ხელნაწერთა ახალი აღწერილობების პროექტი ეროვნულ არქივში 2014 წელს დაიწყო და მისი მიზანია, განაახლოს  ინფორმაცია, რომელიც ეროვნულ არქივში დაცული 1000-მდე ხელნაწერს შეეხება. პროექტის ფარგლებში 2016 წელს 100 ხელნაწერის აღწერილობა გამოიცა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღწერილობების მეორე ტომზე“, - აცხადებენ ეროვნულ არქივში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics