|
2017-01-25 22:24:57, 5952 ნახვა
კულტურა
რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლები“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართება
რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლები“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართება. ქართველი რეჟისორის ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინალეზე სექციაში "Panorama Special" შედგება. „მძევლები" ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ „მძევლების" კო-პროდიუსერი ოსკაროსანი ფილმის „იდა" მთავარი პროდიუსერი ევა პუშინსკაა. ფილმის სცენარი ეფუძნება 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცებასადა მის შედეგებს აღწერს. ეს არის ამბავი ინფანტილურ და თავდაჯერებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლაზე ოცნებობდნენ და მათ მშობლებზე, რომელთაც არაფერი იცოდნენ და ერთ დღეში საბედისწეროდ შეეცვალათ ცხოვრება. ფილმში მთავარ როლებს თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე,ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი ასრულებენ. ბერლინის პრესტიჟულ კინოფესტივალზე წელს საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კინოფესტივალზე ერთდროულად 4 ქართული ფილმი მოხვდა. „მძევლების" გარდა ბერლინალეზე ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს „ჩემი ბედნიერ ოჯახი", რატი ონელის დოკუმენტურ ფილმს „მზის ქალაქი" და ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციურ ფილმს „ლილე" აჩვენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)