22:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 15:44:44, 2118 ნახვა

სამართალი კომენტარი
მღებრიშვილი: ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, მაგრამ ასე საჯაროდ ცერცვაძის თემა ვერ განიხილება

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ვიცე-პოლკოვნიკ  გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით პასუხი ყველა კითხვაზე აქვს, თუმცა თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე დამატებით დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.

მღებრიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ ადამიანის უფლებები დაცული იყოს.

„ძალიან ვწუხვარ, რომ თემის სენსიტიურობიდან და მისი სირთულიდან გამომდინარე ასე საჯაროდ არ შემიძლია დამატებითი კომენტარის გაკეთება. ვერაფერს მოგახსენებთ, გარდა იმისა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. შსს და საქართველოს მთავარი პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ადამიანის უფლებები დაცული იყოს. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი მაგრამ, ასე  საჯაროდ ეს თემა განხილული ვერ იქნება“,-აღნიშნა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე უკრაინაში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. რუსული მხარე მას 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს.

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და რომლითაც დადასტურდება, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოდა. როგორც მამულაშვილმა გუშინ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, გია ცერცვაძეს ხუთშაბათს, სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics