05:16 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 20:41:14, 1730 ნახვა

პოლიტიკა
კიევში საქართველოს საელჩოსთან გია ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

კიევში საქართველოს საელჩოსთან გია ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე მივიდნენ უკრაინაში მცხოვრები ქართველები, ასევე უკრაინელები და გია ცერვაძის უკრაინელი და ქართველი თანამებრძოლები. როგორც "ექსპრესნიუსს" კიევიდან აცნობეს, აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა პლაკატები და ტრანსფარანტები მიიტანეს. 

აქიის მონაწილეებმა პეტიცია გადასცეს საქართველოს საელჩოს სადაც აქციის მონაწილეები ითხოვენ გია ცერცვაძის უფლებების დავას, რათა არ მოხდეს გადაცემა რუსეთისათვის

"სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს და მის ოჯახს, ასევე ყველა იმ ჯარისკაცს (ყოფილს თუ მოქმედს), რომელიც დღემდე აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში! გიორგი ცერცვაძე არის აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, ქართული შეიარაღებული ძალების ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც არ ეგუება რუსულ ოკუპაციას და დღემდე იბრძვის ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად! სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ დახურული არხებით აწვდის რუსეთს ქართული ჯარის ვიცე პოლკოვნიკის პირად მონაცემებს. ასეთი დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების და ჯარისკაცების მიმართ ნიშნავს კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გატარებას, რომელსაც არასდროს შევეპუებით! მოვითხოვთ, რომ საქართველოს საელჩომ უკრაინაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და მიმართოს შუამდგომლობით და მოთხოვნით უკრაინის შესაბამის ორგანოებს, რათა არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში, ვინაიდან მის სიცოცხლეს ოკუპანტ ქვეყანაში საფრთხე ემუქრება და მთელი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას! - წერია პეტიციაში რომელიც აქციის მონაწილეებმა საქართველოს საელჩოში ჩააბარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics