06:57 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 20:05:00, 991 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს მიერ ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის ტრენერთა ტრენინგი გაიმართება

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ხვალ, დილის 10 საათზე, ევროპის საბჭოს მიერ ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის - HELP (ევროპული პროგრამა ადამიანის უფლებებში იურისტების განათლებისათვის) ტრენერთა ტრენინგი გაიმართება.

HELP-ის პლატფორმა უზრუნველყოფს დისტანციური და დამოუკიდებელი სწავლების კურსებს მოსამართლეების, ადვოკატებისა და იურიდიული პროფესიის პირებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში. HELP-ის ქსელი მოიცავს ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის ეროვნული ტრენინგ-ინსტიტუტების (მოსამართლეების და პროკურორების) და საადვოკატო ასოციაციების წარმომადგენლებს.

HELP-ის პლატფორმაზე ელექტრონულად ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის სასწავლო მასალა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თაობაზე.

ორდღიან ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. მონაწილეები ღონისძიების ფარგლებში გაივლიან ტრენერთა ტრენინგს რომელიც მიზნად ისახავს მათი, როგორც მომავალი ტრენერების ცოდნის ამაღლებას HELP-ის სასწავლო პროგრამის მეთოდოლოგიასა და დისტანციური სწავლების განხორციელებაში.

ღონისძიებას გახსნიან ლაშა მაღრაძე - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი; კრისტიან ურსე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი; ზაზა ხატიაშვილი -საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics