05:18 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 15:15:17, 1662 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა მართლმსაჯულების ე.წ. მესამე ტალღის კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მარგველაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო ცვლილება და ამასთან პაკეტი მოიცავს ისეთ ნორმებს, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.

„მინდა მოგახსენოთ, რომ  პარლამენტიდან ხელმოსაწერად  შემოვიდა  სასამართლო რეფორმაზე დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი.  სასამართლო სისტემის რეფორმირება,  მისი გაძლიერება და გაჯანსაღება , ყოველთვის იყო ჩემი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მინდა საზოგადოებას მოვახსენო, რომ წარმოდგენილ პაკეტში არის  ბევრი სასარგებლო და მნიშნელოვანი ცვლილება, მათ შორის ისეთი ცვლილებები, რომლის თაობაზეც, დანერგვაზეც და ტექნიკურ უზრუნველყოფაზეც  ჩვენი ადმინისტრაციიდან გაცემული არის მრავალი ასობით ათასი ლარი იმისთვის, რომ ეს სისტემა სასამართლოში დანერგილიყო. ასეთია მაგალითად: საქმეების ელექტრონული გადანაწილების სისტემა. თუმცა ამავე დროს ეს პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს  და ინდივიდუალური მოსამართლის  დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს სთავაზობს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც, მისი თქმით, უფრო მაღალი ხარისხის კანონმდებლობას და სასამართლოს მივიღებთ.

„გამომდინარე ამ პაკეტის  და საერთოდ სასამართლოს სისტემის რეფორმიდან,  მე გადავწყვიტე გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და ვთავაზობ პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან  უმნიშვნელოვანესია  ის  ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლოში  თავმჯდომარეების არჩევის წესს და გააუქმებს მომავალში საგამოცდო  ვადას.  ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელიც სრულ თანხვედრაშია ამ კანონთან მიმართებაში, ვენეციის კომისიის უკვე  გაკეთებულ რეკომენდაციებთან. მე მიმაჩნია რომ ამ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით ჩვენ მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის კანონმდებლობას  და უფრო მაღალი ხარისხის სასამართლოს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლო სისტემის რეფორმირების ”მესამე ტალღის” შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო. დოკუმენტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა.

საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების წესის შემოღებაა. კანონში მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების მახასიათებლები კონკრეტდება  - თუ რა პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების მატარებელი უნდა იყოს პირი, რომ ის მოსამართლედ დაინიშნოს.

ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა.

გარდა ამისა, „საერთო სასამართლეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებში აისახა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები გამოსცდელი ვადის გავლის და ასევე, საკვალიფიკაციო გამოცდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისად, გამოსცდელი ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სავალდებულო შეფასებას, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები აღარ დაექვემდებარებიან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics