|
2017-01-24 15:06:27, 861 ნახვა
საზოგადოება
ნათია სირაბიძე ევროპის კულტურის პარლამენტის წევრად აირჩიეს
ევროპის კულტურის პარლამენტის შესარჩევმა კომიტეტმა პარლამენტის ახალი წევრები დაამტკიცა, რომელთა შორის საზოგდოებასთან ურთიერთბის სპეცილისტი და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია სირაბიძეა. მისი წარდგენა ბათუმში 2016 წლის ოქტომბერში გამართულ ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომაზე გამოსვლის შემდეგ მოხდა. ევროპის კულტურის პარლამენტში საქართველოს კვოტით უკვე ხუთი წევრია: რუსუდან ფეტვიაშვილი, ლევან ხეთაგური, დავით საყვარელიძე და დავით ლორთქიფანიძე. ევროპის კულტურული პარლამენტი 2001 წელს ევროპის საბჭოს შენობაში, სტრასბურგში დაარსდა და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების დაკავშირება, კულტურის სფეროში იდეებისა და ინიციატივების ხელშეწყობა. ორგანიზაცია აერთიანებს 160 წევრს ევროპის 43 ქვეყნიდან. ევროპის კულტურის პარლამენტის წევრები არ წარმოადგენენ რომელიმე ორგნიზაციას, არამედ არიან თვიანთი ქვეყნისა და რეგიონის ელჩები ევროპაში კულტურის პოლიტიკის შემუშავებისას. წელს ევროპის კულტურის პარლამენტის პირველი სხდომა მაისში ჰოლანდიაში, ქ. როტერდამში გაიმართება. „ჩემთვის უდიდესი პატივია პარლამენტის წევრად არჩევა და ვთვლი ძალიან გამიმართლა, რადგან ამ ორგანიზაციის წევრებს დიდი მიღწევები აქვთ კულტურის სფეროში თავიანთ ქვეყნებში. აჭარა საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი კულტურული ცენტრია და რეგიონს სამომავლოდ უფრო დიდი როლის შესრულება შეუძლია კულტურათა შორის დიალოგის და კულტურის დიპლომატიის მხრივ. მაქვს ბევრი იდეა და ვფიქრობ აჭარის მთავრობის ხელშეწყობით სამომავლოდ განვახორციელებ.“ ნათია სირაბიძე არის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ამჟამად ლექციებს კითხულობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში. ის გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (BSU), მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი (UCF, აშშ) და ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრი (GIPA). აქვს პიარში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში. იყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. კითხულობდა ლექციებს ამერიკისა და აზიის ქვეყნებში. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე ბეჭდურ, რადიო და ტელე მედიაში. არის სამეცნიერო ნაშრომებისა და საჯარო გამოსვლის სახელმძღვანელოს "წარმატების გასაღები" ავტორი; გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში. არის საერთაშორისო ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი, მედია მენეჯერთა საერთაშორისო კლუბის წევრი და სან დიეგოს (კალიფორნია) საპატიო მოქალაქე.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)