20:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 14:15:04, 1625 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: მოგვენიჭა უფლება, კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლები გავაკეთოთ

ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭა უფლება, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლები გააკეთოს, ანუ დაქვითოს შემდგომი თვის ანაზღაურებებიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

შესაბამისი დადგენილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს:

„მოგეხსენებათ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 2017 წლის დასაწყისიდან რეფორმების მთელი რიგი, რომელიც შეჯამებულად  შეიძლება გამოიხატოს პაციენტის უსაფრთხოების მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარების მიღების კონცეფციაში. ეს რეფორმები მოიცავს რიგ მნიშვნელოვან მიმართულებებს. დღეს მთავრობის სხდომაზე დასრულდა მსჯელობა და მიღებული იქნა მთავრობის გაადწყვეტილება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომელიცაა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით ადმინისტრირებული თანხების  კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი და შემდგომში გასაჩივრებული ფინანსური სანქციების, თუ ჯარიმების ე.წ. ჩათვლის თაობაზე. მოკლე შინაარსი ამის  არის ასეთი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს 2 სპეციალური სააგენტო, რომლის ამოცანაა, ერთის მხრივ ხარისხზე ზრუნვა, ხოლო მეორეს მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დახარჯული თანხების მიზნობრიობის შემოწმება. ამის შედეგად მთელი ამ წლების განმავლობაში იკვეთებოდა გარკვეული შემთხვევები, როდესაც კლინიკებს არასწორად ჰქონდათ მოთხოვნილი თანხები, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს ადგენდა. თუმცა, შემთხვევების უმრავლესობაში ასეთი დავები გადადიოდა სასამართლოში და გამომდინარე სადაო საკითხების მოცულობიდან და სპეციფიურობიდან, გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში, ზოგჯერ, წელიწადზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში ეს სადაო თანხები იყო გაყინული, რაც სერიოზული პრობლემა იყო ერთის მხრივ ბიუჯეტის პარამეტრების ადეკვატური შესრულებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ, კლინიკებთან ადეკვატური საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. დღეს მივიღეთ დადგენილება, რომლის თანახმადაც, სანამ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭა უფლება, რომ მისი აზრით, არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ ჩათვლები გააკეთოს, ანუ დაქვითოს შემდგომი თვის ანაზღაურებებიდან“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს ინფორმაციით, სტატისტიკის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს ასეთი დავების 95%-ზე მეტი მოგებული აქვს:

„მიმდინარე საქმეები არის 21-ზე მეტ კლინიკასთან, 100-ზე მეტ შემთხვევაზე, ჯამში 8 მილონზე. გასაგებია, რომ კლინიკების ნაწილს ეს არ მოეწონებათ, რადგან გამოკვეთილები არიან კლინიკები, რომლებიც უსასრულოს ხდიან ამ სასამართლოს დავებს. ამ დადგენილებით ჩვენ საშუალება მოგვეცემა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და პირველ რიგში პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით განვახორციელოთ ეს ცვლილებები“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics