05:39 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 12:23:58, 846 ნახვა

საზოგადოება
ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტი კიდევ ხუთ რაიონში დასრულდა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღისა და ახალქალაქის რაიონებში ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა დაასრულა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ამიერიდან ამ რაიონებში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რეგისტრირებული მონაცემების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაში იქნება განთავსებული.

ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი შემდეგ ინფორმაციას მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის ის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და ა.შ.).

„პროექტის ფარგლებში, სიღნაღისა და ახალქალაქის რაიონებში 2269 ბაინდერი დამუშავდა. შეიქმნა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რაც მარტივად ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციის მოპოვებასა და კონკრეტულ უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის განხორციელებას.

საჯარო რეესტრი რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს საჯარო რეესტრის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის სწრაფად და ხარისხიანად წარმოება, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცვა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება, სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება, რაც თავის მხრივ მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს.

მიმდინარე პერიოდისთვის პროექტში 82 თანამშრომელია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ არქივირების პროექტის ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის გარდა, თავიანთ საქმიანობაში სხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ (ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა, აღსრულების ეროვნული ბიურო, სერვისების განვითარების სააგენტო, პროკურატურა და სხვა).

ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით 64 რაიონიდან 54 დაარქივებულია. პროცესი 2 რაიონში - თელავსა და ზესტაფონში  მიმდინარეობს.

დასამუშავებელი მასალისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტის  2017 წელს ბოლოს  დასრულება“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics