05:19 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 09:58:23, 1235 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო აშშ-ის ერთგულ პარტნიორად რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  დონალდ ტრამპს ამერიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და მას გამოწვევებთან გამკლავებაში წარმატებები უსურვა. ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველო აშშ-ის  ერთგულ პარტნიორად რჩება:

 „ძლიერი ამერიკა არის უმნიშვნელოვანესი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. საქართველო იყო და რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ჩვენ გვაქვს ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი, რომელიც მოიცავს არაერთ მიმართულებას. ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, დემოკრატიის კონსოლიდაცია, ხალხთაშორისი ურთიერთობები და ამ ქარტიის ფარგლებში საქართველო გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისათვის, რომ ორმხრივად ხელსაყრელი შედეგები მივიღოთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამ თანამშრომლობის დადებითი შედეგების. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან ამერიკა იყო და დღემდე არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდება“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics