22:19 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 23:23:23, 720 ნახვა

სპეციალური ანონსი
24 იანვრის სპეციალური ანონსი

24 იანვარს, 09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 

24 იანვარს, 09:30 საათზე, ევროპის ფონდი აწყობს საჯარო ფორუმს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლის თაობაზე საქართველოში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში.
მის: კოსტავას ქ. #14 (სასტუმრო „რუმსი“) 

24 იანვარს, 11:00 საათზე, სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ თბილისი” -ში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პროექტის „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ დასკვნით პრეზენტაციას გამართავს. 

24 იანვარს, 11:00 საათზე, პოლიტიკური პარტია "გირჩის" თავმჯდომარე - ზურაბ ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავს. 
მის: ალ. ყაზბეგის #46( ქავთარაძის გუდვილის მოპირდაპირედ, სასადილო 46-ის ზევით) 
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555561990

24 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: კობახიძის ინიციატივა - კანონპროექტი „ხმაურის შეესახებ“, სანქციები და რეგულაციები. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565 

24 იანვარს, 12:00 საათზე, მოსწავლეთა სასახლის სარკეებიან დარბაზში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ადამიანის უფლებათა სამოქმედო სამთავრობო გეგმის ფარგლებში, 2016 წელს განხორციელებულ პროექტებს წარადგენს. 

24 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციას გაიმართავენ.
მის.: ზუბალაშვილების ქ. #36

24 იანვარს 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების -,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე და ,,ქართული მისიის’’ თავმჯდომარე გია კორკოტაშვილი ბრიფინგს გამართავენ. 
თემა: ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო წინადადების შეტანა საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ.
საქართველოს პარლამენტის ბრიფინგის ოთახი

24 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ცნობილი მთარგმნელისა და პოეტის, გივი გეგეჭკორის ოჯახი მის არქივს მთლიანად და უნიკალური ბიბლიოთეკის უდიდეს ნაწილს (7 ათასზე მეტ წიგნს) გადასცემს. 

24 იანვარს, 16:00 საათზე, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო საზოგადოებასა და ქუთაისის მერიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის დისკუსია მოეწყობა.
თემა: ”მაკდონალდსის” რესტორნის მშენებლობა ქალაქის ცენტრში.
მის: ქუთაისი, პუშკინის ქ. #6

24 იანვარს, 16:00 საათზე, EUGBC-ის დირექტორთა საბჭოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
მის: მარჯანიშვილის ქ. #7 („თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი)

24 იანვარს, 17:00 საათზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების მონაწილეობით თეატრალურ წარმოდგენას დაესწრებიან. 
ვაკის პარკი, “ბრიტანული კუთხე”
საკონტაქტო პირი ნინიკო ბოჯგუა - 577 19 14 17 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics