05:39 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 20:03:44, 1004 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე საპარლამენტო უმცირესობას: ზუსტად ისევე გვადარდებს ჩვენი თანამემამულის ბედი, როგორც თითოეულ თქვენგანს

ზუსტად ისევე გვადარდებს ჩვენ ჩვენი თანამემამულის ბედი, როგორც თითოეულ თქვენგანს, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

მისი განცხადებით, მათი პოზიცია და სურვილია, რომ მაქსიმალურად შესწავლილი იყოს საკითხი და მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქის ინტერესები.

"როცა ემოციურად ვსაუბრობთ, ისე არ გამოვიყვანოთ, რომ ვიღაცას ვიღაცაზე მეტად ადარდებს საქართველოს მოქალაქის და ჩვენი თანამემამულის ბედი - ასე გამოდის რატომღაც და ასე ნამდვილად არ არის. ზუსტად ისევე გვადარდებს ჩვენ ჩვენი თანამემამულის ბედი, როგორც თითოეულ თქვენგანს. ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები, ჩვენი მანდატის ერთ-ერთი უმთავრესი მისია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე დავიცვათ, მით უმეტეს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაზეც ვსაუბრობთ. ეს არის ჩვენი ინტერესი, მაგრამ ბიუროს სხდომას აქვს თავისი რეგლამენტი. ბიუროს სხდომის დასრულებისთანავე შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ბიუროს ფორმატს ვერ გავცდებით, მათ შორის რაც შეეხება მოთხოვნის დაყენებას, აქაც ვერ გავცდებით რეგლამენტს და პროცედურებს. მინისტრის მოწვევას აქვს თავისი წესი. ჩვენი პოზიცია და სურვილი არის ის, რომ მაქსიმალურად შესწავლილი იყოს საკითხი და მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქის ინტერესები. ეს არის პოზიცია და სურვილი, დანარჩენი უნდა წარიმართოს რეგლამენტის და პროცედურის შესაბამისად“, - მიმართა კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ პარლამენტში შს და საგარეო საქმეთა მინისტრების დაბარების საკითხი დააყენაბასა გამოეხმაურა. კობახიძემ კოლეგებს პარლამენტში მინისტრების დაბარების წესი შეახსენა და რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა. 

"ჩვენ გვაქვს რეგლამენტი. საქართველოს პარლამენტი მუშაობს რეგლამენტის შესაბამისად და რეგლამენტის შესაბამისად წარიმართება პროცედურები, მათ შორის ის, თუ როგორ უნდა მოვიწვიოთ ჩვენ მინისტრი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, განისაზღვრება სწორედ რეგლამენტით. აქ არის დაყენებული მოთხოვნა, რომელიც არ შეესაბამება რეგლამენტით დადგენილ პროცედურებს, არ შედის ბიუროს კომპეტენციაში. ვის აქვს მინისტრის მოწვევის უფლება, ესაა მკაცრად გაწერილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics